რისკების შესახებ გაფრთხილება  რისკების შესახებ გაფრთხილება

რისკების შესახებ გაფრთხილება

გახსოვდეთ, რომ პლატფორმაზე სავაჭრო ოპერაციების შესრულება ფინანსურ რისკებს შეიცავს. თქვენ შესაძლოა დაკარგოთ თქვენი ინვესტიციის ნაწილი ან სრულად. ამიტომ, ტრანზაქციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ შეაფასოთ რისკები, ხარჯები, საინვესტიციო მიზნები, თქვენი გამოცდილება და სხვა ფაქტორები. საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალებთან.

ფრთხილად იყავით ადამიანებთან, რომლებსაც ახლახან შეხვდით ინტერნეტში, განსაკუთრებით Tinder-ზე, WeChat-ზე, Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში.

იმისათვის, რომ თავიდან დაიცვათ თქვენი ინვესტიციები გაუმართლებელი რისკებისგან, გირჩევთ მიჰყვეთ შემდეგ წესებს:

  • ნუ ივაჭრებთ ან განახორციელებთ ინვესტირებას უცხო ან არააკრედიტებული ადამიანების რჩევით.
  • არ ჩაერთოთ ფინანსურ საქმიანობაში ადამიანებთან ან ორგანიზაციებთან, რომლებსაც არ იცნობთ ან ვერ გადაამოწმებთ.
  • არავის გაუმხილოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
  • არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ „ექსკლუზიურ საინვესტიციო შესაძლებლობებზე“ და გაჩქარებენ გადაწყვეტილების მიღებისას.
  • არ გაუზიაროთ თქვენი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრები ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია საეჭვო პირებს.
  • არ ენდოთ პროექტებს, რომლებიც გპირდებიან უჩვეულოდ მაღალ მოგებას.
  • არასდროს გაუზიაროთ თქვენი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია სხვა პირებს.

MetaQuotes Ltd არის სავაჭრო პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი. კომპანია არ გთავაზობთ ფინანსურ, საინვესტიციო ან საბროკერო მომსახურებას. MetaQuotes Ltd არ მონაწილეობს, არ აკონტროლებს ან გავლენას ახდენს სავაჭრო ოპერაციებზე და არ ხსნის ან უზრუნველყოფს რეალურ სავაჭრო ანგარიშებს.

აპლიკაციაში მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. MetaQuotes Ltd არ არის პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე.

სავაჭრო პლატფორმის დეველოპერს:

  • არ აქვს წვდომა თქვენს ანგარიშზე
  • არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე თქვენი ანგარიშების შესახებ, მათ სორის არც ანგარიშის სტატუსისა და ბალანსის შესახებ
  • არ აქვს ინფორმაცია თქვენი სავაჭრო ოპერაციების შესახებ
  • არ მონაწილეობს თანხების განთავსებისა და გატანის ოპერაციებში სავაჭრო პლატფორმიდან